- დავიდი ფილიპ
- დაიბადა 1940 წელს. მწერალი, ბელგრადის უნივერსიტეტის ხელოვნების აკადემიის დრამატურგიის პროფესორი. მრავალი კინოსცენარების, მოთხრობებისა და ესეების ავტორი. იყო ცნობილი იუგოსლავიელი მწერალ დანილო კიშის ლიტერატურული ჯგუფის წევრი. ,,ბელგრადის წრის” ერთ-ერთი დამაარსებელი. ყოფილი იუგოსლავიის პენ-კლუბის პრეზიდენტი.არის მწერალთა ფორუმის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ორგანიზაცია წარმოადგენდა სერბი მწერლების ნაციონალისტური ასოციაციის ალტერნატივას. თავის ბრძოლას სერბულ ნაციონალიზმთან აღწერს წიგნში ,,ბნელი დროების ფრაგმენტები” (Белград: Београдски круг, 1994).Source: სავიჩი ობრად, სერბი მანდარინები და ომი/ არჩევანი №5-6 / რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.
Georgian encyclopedia. 2013.